კომპანია “ივენთივი”, რომელიც უკვე მეოთხე წელია ქმნის განსხვავებულ საკვებ პროდუქციას კორპორაციული კვების და ღონისძიებებზე ფურშეტის მიმართულებით, პროდუქციის წარმოების მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას მთავარი კონდიტერის პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება: 2500 ლარი; ** სამუშაო გრაფიკი: 5/2, კვირაში 40 საათი; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის მე-3 მიკრო რაიონი, რამაზ ჩხიკვაძის #17;
ძირითადი მოვალეობები:
** ყველა შეკვეთის უმაღლესი ხარისხით შესრულება; ** ახალი რეცეპტების შექმნა; ** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; ** მენიუში არსებული საკონდიტრო პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად; ** შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი; ** საკონდიტროში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება და კონტროლი; ** ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა;
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად); ** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა;
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება;