კომპანია “ივენთივი”, რომელიც უკვე მეოთხე წელია ქმნის განსხვავებულ საკვებ პროდუქციას კორპორაციული კვების და ღონისძიებებზე ფურშეტის მიმართულებით, პროდუქციის წარმოების მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება: 2500 ლარი; ** სამუშაო გრაფიკი: 5/2, კვირაში 40 საათი; ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის მე-3 მიკრო რაიონი, რამაზ ჩხიკვაძის #17;
ძირითადი მოვალეობები:
** ყველა შეკვეთის უმაღლესი ხარისხით შესრულება; ** ახალი რეცეპტების შექმნა; ** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება; ** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; ** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; ** მარაგების აღწერა
საჭირო უნარები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად); ** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@eventive.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (“სუ-შეფი”), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.