კორპორატიული წვეულების ორგანიზება

კომპანია ივენთივი ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ როგორც ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ასევე, თითოეული ღონისძიებისთვის აუცილებელი ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას.

ივენთივის მთავარი უპირატესობა, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალპროფესიონალი გუნდია, რომელიც მომხმარებლისთვის ინდივიდუალური სპეციფიკით, დაუვიწყარი და ვიზუალურად დახვეწილი დღესასწაულის შესაქმნელად მუდამ მზადაა.

 

კორპორატიული ღონისძიებების ტიპები

ივენთივი გთავაზობთ კორპორატიული წვეულებების მრავალფეროვან ფორმატებს:

conference event

კონფერენციები და სემინარები

პროფესიონალური კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება მოიცავს სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუდიოვიზუალურ აღჭურვილობას, კოფე-ბრეიქის მომსახურებას და ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ბიზნეს შეხვედრის წარმატებას განაპირობებს. ჩვენ ვმუშაობთ 10-დან 500 და მეტ დასწრებულამდე ღონისძიებებზე.

თიმბილდინგი

გუნდური ღონისძიებები კომპანიის თანამშრომლებისთვის — კრეატიული აქტივობები, გარე თამაშები, კულინარიული გამოწვევები და მრავალი სხვა ფორმატი, რომელიც კოლეგებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას უწყობს ხელს. თიმბილდინგის ორგანიზება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

Team building
Gala dinner

გალა ვახშამი და დაჯილდოებები

ელეგანტური კორპორატიული ვახშმები და დაჯილდოების ცერემონიები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალებისადმი. ივენთივი უზრუნველყოფს სრულ გაფორმებას, კატერინგს, მუსიკალურ გაფორმებას და ღონისძიების წაყვანას.

პროდუქტის პრეზენტაცია და ბრენდ ივენთი

ახალი პროდუქტის გაშვება ან ბრენდის წარდგენა მოითხოვს კრეატიულ მიდგომას. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უნიკალური კონცეფციის შექმნაში, რომელიც თქვენი ბრენდის იდენტობას ასახავს და მიზნობრივ აუდიტორიაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

Corporate

კორპორატიული წვეულება და საახალწლო ღონისძიება

კომპანიის წვეულება — იქნება ეს საახალწლო ივენთი, იუბილე თუ სხვა საზეიმო თარიღი — თანამშრომლებისთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, რომელიც გუნდს ერთიანობის განცდას უქმნის.

კორპორატიული ღონისძიებებისძირითადი ტიპები

ჩვენი სერვისები კორპორატიული წვეულებებისთვის

ივენთივი გთავაზობთ კორპორატიული წვეულებებისთვის საჭირო ყველა სერვისს ერთ სივრცეში:

ქეითერინგი და ფურშეტით მომსახურება

ჩვენი კულინარიული გუნდი 7 წელზე მეტია ქმნის გასტრონომიულ შედევრებს კორპორატიული ღონისძიებებისთვის. ვთავაზობთ:

  • ფურშეტი — მრავალფეროვანი კერძების არჩევანი თვითმომსახურების ფორმატში
  • ყავის შესვენება — იდეალური კონფერენციებისა და სემინარებისთვის
  • ლანჩ მენიუ — სრულფასოვანი სადილი ბიზნეს შეხვედრებისთვის
  • გალა ვახშამი — ელეგანტური სერვირება მაღალი დონის ღონისძიებებისთვის
  • კოქტეილ მომსახურება — რეცეფციებისა და ნეთვორქინგ ივენთებისთვის

ყველა კერძი მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, ხოლო პრეზენტაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გემო.

ფეიერვერკები და სპეციალური ეფექტები

კორპორატიული წვეულების დასრულება ან კულმინაციური მომენტი ფეიერვერკებით — დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა ყველა დასწრებულისთვის. ივენთივი გთავაზობთ:

  • პროფესიონალური ფეიერვერკების ფართო არჩევანი
  • პიროტექნიკური შოუს ინდივიდუალური დაგეგმვა
  • მუსიკასთან სინქრონიზებული ფეიერვერკები
  • ბრენდის ფერებზე მორგებული ეფექტები
  • შიდა და გარე სივრცეებისთვის განსხვავებული გადაწყვეტილებები
  • სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ

ფეიერვერკები იდეალურია პროდუქტის გაშვების, კომპანიის იუბილის, საახალწლო წვეულების და დაჯილდოების ცერემონიებისთვის.

მუსიკალური გაფორმება

კორპორატიული ღონისძიების ატმოსფერო მუსიკით იქმნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო მუსიკოსებთან და DJ-ებთან:

  • პროფესიონალური DJ მომსახურება
  • ცოცხალი მუსიკა — ჯაზ ბენდები, აკუსტიკური შემსრულებლები
  • ფონური მუსიკა კონფერენციებისა და ნეთვორქინგისთვის
  • საცეკვაო პროგრამა წვეულებებისთვის
  • აუდიო აპარატურა და ტექნიკური მხარდაჭერა

ღონისძიების ინვენტარის გაქირავება

ივენთივი ფლობს კორპორატიული ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის ფართო ასორტიმენტს:

  • ავეჯი
  • ფურშეტის ინვენტარი.
  • ტექნიკური აღჭურვილობა.
  • დეკორაციები.
  • ლოკაციის შერჩევა
  • სცენარი და პროგრამა
  • შოუ პროგრამა
  • წამყვანი
  • ფოტოგრაფი & ვიდეოგრაფი
  • დეკორაციები
  • ფოტოზონა
  • ბრენდინგი
  • აქტივობების სცენარი და პროგრამა –
  • ტრანსპორტი

რატომ აირჩიოთ ივენთივი კორპორატიული ღონისძიებისთვის?

7+ წლის გამოცდილება

2019 წლიდან ივენთივი წარმატებით ახორციელებს კორპორატიულ ღონისძიებებს საქართველოს წამყვანი კომპანიებისთვის. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს კონფერენციებს, თიმბილდინგებს, გალა ვახშმებს და ბრენდ ივენთებს.

სრული სერვისი ერთ სივრცეში

კორპორატიული წვეულებისთვის საჭირო ყველა სერვისი — ქეითერინგი, ინვენტარი, ფეიერვერკები, მუსიკა, დეკორაციები — ერთი კომპანიისგან. ეს ნიშნავს უფრო მარტივ კოორდინაციას და ერთიან ხარისხის კონტროლს.

ინდივიდუალური მიდგომა

ყველა კორპორატიული ღონისძიება უნიკალურია. ჩვენი კოორდინატორები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ კონცეფციას, რომელიც თქვენი კომპანიის კულტურას, ღირებულებებს და კონკრეტულ მიზნებს ასახავს.

დეტალებზე ორიენტირებულობა

კორპორატიული ივენთის წარმატება დეტალებშია. ჩვენი გუნდი ზედმიწევნით ზრუნავს თითოეულ ელემენტზე — ლოგისტიკიდან და ტაიმინგიდან დაწყებული, სტუმრების კმაყოფილებამდე.

პროფესიონალური პერსონალი

ღონისძიების დღეს თქვენ არ გჭირდებათ რაიმეზე ფიქრი. ჩვენი გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს ყველა პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.

როგორ მიმდინარეობს კორპორატიული ღონისძიების დაგეგმვა

პირველადი კონსულტაცია

გავეცნობით თქვენს მოთხოვნებს, ბიუჯეტს, სტუმრების რაოდენობას და ღონისძიების მიზანს. განვიხილავთ შესაძლო ფორმატებს და კონცეფციებს.

კონცეფციის შემუშავება

თქვენი მოთხოვნების საფუძველზე შევქმნით დეტალურ გეგმას — ადგილმდებარეობა, მენიუ, პროგრამა, ინვენტარი, დეკორაციები და ყველა სხვა ელემენტი.

კოორდინაცია და მომზადება

ვმუშაობთ ყველა მიმართულებით — ვენდორების კოორდინაცია, ტექნიკური მომზადება, პერსონალის ინსტრუქტაჟი. თქვენ მხოლოდ პროგრესს აკონტროლებთ.

ღონისძიების დღე

ჩვენი გუნდი ადგილზეა ღონისძიების დაწყებამდე. ვმართავთ ყველა პროცესს, ვაგვარებთ ნებისმიერ საკითხს რეალურ დროში და ვზრუნავთ, რომ თქვენ თქვენს სტუმრებს მთელი ყურადღება დაუთმოთ.

ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

იხილეთ ჩვენი პორტფოლიო.

ბლოგი

გაეცანით სიახლეებს ჩვენს კომპანიაში!

ყველას ნახვა →

ხშირად დასმული კითხვები

1. რა ტიპის კორპორატიულ ღონისძიებებს ორგანიზებას უკეთებთ?

ვახდენთ ყველა ტიპის კორპორატიული ღონისძიების დაგეგმვასა და მართვას:
• წლის შემაჯამებელი / ახალი წლის საღამო
• Team Building
• პროდუქტის პრეზენტაცია
• გახსნის ცერემონია
• კომპანიის იუბილე
• კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები
• პრეზენტაციები და პრეს-ივენთები
• გალა ვახშამი

2. რა შედის თქვენი კორპორატიული ივენთის ორგანიზების სერვისში?

სერვისი მოიცავს სრულ ციკლს: კონცეფციის შექმნა, პროგრამის დამუშავება, დეკორი და დიზაინი, ლოკაციის შერჩევა, ტექნიკური უზრუნველყოფა, ქეითერინგი, ინვენტარი, რეგისტრაცია, სტუმრების მენეჯმენტი, სცენარი, მუსიკა/შოუ, ფოიერვერკი/ეფექტები და ადგილზე პროცესების სრული კოორდინაცია.

3. შეგიძლიათ ღონისძიება კონკრეტულ ბიუჯეტზე მოარგოთ?

დიახ , ვამზადებთ შეთავაზებას ზუსტად თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში. ვარიანტებს ვამუშავებთ სხვადასხვა პაკეტებით, რათა ივენთი იყოს ეფექტური, ხარისხიანი და ფინანსურად მოქნილი.

4. ქეითერინგსაც თქვენ უზრუნველყოფთ?

დიახ, გვაქვს საკუთარი ქეითერინგის სერვისი:
• ქოფი ბრეიქი
• ლანჩი
• ფურშეტი
• გალა ვახშამი
მენიუს ვარგებთ როგორც ფორმალურ, ისე არაოფიციალურ ღონისძიებებს.

5. მუშაობთ როგორც მცირე, ასევე დიდ ღონისძიებებზე?

დიახ, ორგანიზებას ვუკეთებთ როგორც მცირე შეხვედრებს (20–30 სტუმარი), ასევე მასშტაბურ კორპორატიულ ღონისძიებებს 1000+ მონაწილით.

6. გაქვთ ტექნიკური უზრუნველყოფა?

დიახ, ვუზრუნველყოფთ სრულ ტექნიკას:
• ხმა
• სინათლე
• ეკრანები / LED
• სცენა
• ეფექტები
• კონფერენციის ტექნიკა

7. შეგიძლიათ ღონისძიების ბრენდირება?

რა თქმა უნდა, ვუზრუნველყოფთ ყველაფერს:
ბრენდირებული სცენა, ფოტოზონა, ტოტემები, ბექდროპები, ბეჯები, საჩუქრები, ნაბეჭდი მასალა, პრეზენტაციების მომზადება და სხვა.

8. რას მოიცავს თქვენი დეკორი და დიზაინი?

დეკორი მოიცავს კონცეფციის შექმნას, ფერების და სტილის შერჩევას, ყვავილებს, სტრუქტურებს, ფერთვალებს, დარბაზის გაფორმებას, სცენის დიზაინს, სპეციალურ თემატურ ელემენტებს და ვიზუალურ იდენტობას.

9. უზრუნველყოფთ თუ არა მუსიკასა და გასართობ ნაწილს?

დიახ, ვთანამშრომლობთ პროფესიონალ DJ-ებთან, ბენდებთან, წამყვანებთან, პერფორმერებთან და სხვადასხვა შოუ-ნომრებთან. გთავაზობთ როგორც ოფიციალურ, ასევე გასართობ პროგრამას.

10. შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სერვისის შეკვეთა (მაგ. მხოლოდ დეკორი ან მხოლოდ ქეითერინგი)?

დიახ, შეგვიძლია მოგემსახუროთ როგორც სრული ორგანიზებით, ასევე ცალკეული სერვისით:
ქეითერინგი, დეკორი, ტექნიკა, ინვენტარი, სცენა, ფოტოგრაფია, ეფექტები და სხვა.

11. როგორია გადახდის პირობები?

სტანდარტულად:
• 50% წინასწარ, ბიუჯეტის დადასტურების შემდეგ
• 50% ღონისძიებამდე 1 დღით ადრე

info@eventive.ge

მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას