რატომ საქართველო?
მართალია, საქართველოში საქმიანი მოგზაურობის ტრადიცია და ინდუსტრია დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ისე სწრაფად განვითარდა, რომ ნამდვილად, შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო მოწოდების სიმაღლეზე დგას.
როგორც წესი, მივლინებაში წასული ადამიანებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ვორქშოფებში, კონფერენციებში, სემინარებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ღირსშესანიშნაობების მონახულება, რითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
თითოეულ კუთხეს მრავალი ისეთი სანახაობა აქვს, რომლითაც სტუმარი ნამდვილად გაოცდება.
ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა თბილისი არა მარტო ევროპული სტანდარტების ქალაქად აქცია, იგი ასევე რეგიონის ერთ-ერთი ბიზნეს ცენტრად მოიაზრება.
საქართველოს დედაქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს 4 და 5 ვარსკვლავიანი მსოფლიო ბრენდის სასტუმროები, რომლებიც გთავაზობთ მომსახურებას საქმიანი მოგზაურებისთვის.
უმაღლესი დონის რესტორნები, საგამოფენო, მოლაპარაკებების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციების, სემინარების, კონგრესების, ფორუმების, ფესტივალების ჩასატარებელი სივრცეები შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.
დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ივენთივთან ერთად საქართველოში დაგეგმილი კორპორატიული ღონისძიებები დაუვიწყარი იქნება როგორც თქვენი თანამშრომლებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის.