ქორწილის ორგანიზების 2024 წლის ტრენდები

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on telegram

ქორწილის ორგანიზების 2024 წლის ტრენდები

ქორწინების ცერემონიალი ნებისმიერი წყვილისთვის, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი რამ არის. ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის ზოგი წყვილი, მთელი წლის განმავლობაში ემზადება. ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ ქორწილის ორგანიზების ყველა დეტალზე: როგორი ფერის დეკორაციები სჯობს, როგორი იქნება ქორწილის სუფრის მენიუ, რა სახის გასართობი აქტივობები დაიგეგმოს, როგორი ლოკაცია იქნება ყველაზე ოპტიმალური, დახურული თუ ქორწილი ღია ცის ქვეშ და ასე შემდეგ. 
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ქორწილის ორგანიზების, 2024 წლის ტრენდების შესახებ, რაც თქვენთვის აუცილებლად გახდება ერთგვარი გიდი, რომელიც ამ რთული, მაგრამ სასიამოვნო გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ.

ინდივიდუალურობა

2024 წელს მსოფლიოში, სულ უფრო მეტი წყვილი ცდილობს კლასიკური საქორწილო ცერემონიისგან განსხვავებული, რაიმე უჩვეულო, ავანგარდული მოიფიქროს და ჩართოს  საკუთარი ქორწილის ორგანიზებაში. ეს გამოიხატება მოსაწვევების დიზაინის განსხვავებულ ფორმატში, ქორწილის კონცეფციის და ცერემონიალის უჩვეულო მიმდინარეობაში, მაგიდის სერვირების და დეკორის განსხვავებულ ვიზუალში და ასე შემდეგ.

ამ ტრენდის მთავარი ლოზუნგია: “არ აჰყვე მოდას, მოდას ქმნი თავად შენ”, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს თქვენს ფანტაზიას და ყველაზე უჩვეულო იდეებსაც კი, ასხამს ფრთებს. 

ეფექტური განათება

2024 წელს მსოფლიოში, სულ უფრო მეტი საქორწილო ცერემონიალი გვხვდება, სადაც დეკორაციის სახით, ფარფატა ქსოვილებთან და ნაზ ყვავილებთან ერთად წყვილები, განათებით მიღწეულ, დაუჯერებელ ეფექტებსაც ირჩევენ. სპეციფიკური განათებით, პროექტორებით და ლაზერ-შოუებით სტუმრებისთვის მეტად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ვიზუალური ეფექტების შექმნაა შესაძლებელი. 

მინიმალიზმი

მინიმალიზმმა ბოლო წლების განმავლობაში, აბსოლუტურად მოიცვა ადამიანის ყოფის ნებისმიერი სფერო. რა თქმა უნდა მისი უგულებელყოფა ვერც საქორწილო მზადების ინდუსტრიამ შეძლო. მინიმალიზმი აისახება მარტივ და სუფთა დიზაინში, გამარტივებულ დეკორაციებში, საქორწილო კაბების, თაიგულების სისადავეში და ქორწილის სუფრის მენიუშიც კი. წყვილებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ნაკლებად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, ამჯობინონ პატარა, ინტიმური ქორწილები, რომლებიც ასევე შეესაბამება მინიმალიზმის იდეალებს.

=

ეკო მეგობრულობა

ბოლო წლების განმავლობაში, სულ უფრო მეტი წყვილი ირჩევს ეკო მეგობრულ თემას თავიანთი ქორწილისთვის. ეს ტენდენცია განპირობებულია მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერებით და სურვილით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ეკოლოგიურად სუფთა ქორწილების ერთ ერთი მთავარი ასპექტია, ქორწილი ღია ცის ქვეშ, რათა დაიზოგოს პლანეტის რესურსები. ასევე პროდუქტებისა და მასალების არჩევანი, რომლებიც გამოყენებული იქნება ცერემონიის მსვლელობისას. წყვილები არჩევენ ორგანულ და ადგილობრივ პროდუქტებს, ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალებს დეკორაციისა და საჩუქრების შესაფუთად. ბევრი ასევე  უარს ამბობს ტრადიციულ პლასტმასის და ერთჯერად ნივთებზე, ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების სასარგებლოდ.

ტრადიცია უკვდავია

მიუხედავად ქორწილების კონცეფციის მრავალფეროვნებისა, ქართველი წყვილები უმეტესად მაინც ქართული, ტრადიციული ქორწილის მომხრეები არიან. საქართველოში ქორწილი წარმოუდგენელია ტრადიციული ცეკვების, გამჭრიახი თამადისა და უგემრიელესი ქართული კერძების გარეშე. 

საუკუნეების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში, ქორწინების ცერემონიალმა მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა უცხოელი სტუმრებისთვის ეს სანახაობა იმდენად უჩვეულო და დასამახსოვრებელია, რომ ისინი ყოველთვის შეძლებენ ქართული ქორწილის, სხვა ნებისმიერი ეროვნების წყვილის ქორწილისაგან  გამორჩევას.

ვიმედოვნებთ ამ სტატიის დახმარებით, თქვენ შეძლებთ საკუთარი, ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ქორწინების ცერემონიალი დაგეგმოთ ისე, როგორც თქვენი შინაგანი სამყარო გიკარნახებთ. შესაძლოა იმ კონცეფციების, რაც სტატიაში მოყვანილია, ნაზავიც კი შექმნათ და ქორწილების ისტორიაში, სრულიად ახალი სიტყვა თქვათ. Eventive -ს გუნდი კი ნებისმიერ შემთხვევაში მზად არის დაგეხმაროთ თქვენი განუმეორებელი იდეის, ან ქართული, ტრადიციული ქორწილის ორგანიზებაში. 

info@eventive.ge

მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას