ქეითერინგი – ფურშეტით მომსახურება

Eventive უკვე 7 წელზე მეტია ოპერირებს ღონისძიებების ინდუსტრიაში. ქეითერინგი და დახვეწილი ფურშეტები წარმატებული ღონისძიების განუყოფელია ნაწილის.
ჩვენი ქეითერინგის სერვისი აერთიანებს გემოვნებას, ესთეტიკას და უმაღლესი დონის მომსახურებას, შედეგი კი არის დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილება, რომელიც სრულად ეხმიანება ღონისძიების ატმოსფეროს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი შემთხვევა უნიკალურია და იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, სწორედ ამიტომ, თითოეული დეტალი, ინგრედიენტი და პრეზენტაცია ზუსტადაა გათვლილი იმისთვის, რომ თქვენი ღონისძიება გახდეს შთამბეჭდავი.

რატომ ივენთივი?

შეუდარებელი ხარისხი

ჩვენი შეფ-მზარეულები ირჩევენ მხოლოდ უახლეს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს.
ყოველი კერძი გამოირჩევა გემოვნური ბალანსით, ტექსტურითა და ვიზუალური სრულყოფილებით, რადგან ჩვენთვის თითოეული დეტალი უმნიშვნელოვანესია.

დახვეწილი გემო

გემო ჩვენი ფილოსოფიის ცენტრია. ჩვენი ყოველი მენიუ შექმნილია ისე, რომ არომატები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს და თითოეული ლუკმა გახდეს უნიკალური გამოცდილება. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი გემო ღონისძიების განწყობის ნაწილია.

გამორჩეული პრეზენტაცია

თითოეული კერძი არა მხოლოდ გასტრონომიული სიამოვნებაა, არამედ ესთეტიკური ნამუშევარი. ჩვენი გუნდი ზრუნავს, რომ კერძების სერვირება იყოს ელეგანტური, დახვეწილი და შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას.

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კვების მიმართულებით ღონისძიებების ორგანიზების სფეროში

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ღონისძიებების ორგანიზების სფეროში

ბუფეტის სტილი – თავისუფლება და მრავალფეროვნება

Buffet style სერვისი იდეალურია იმ ღონისძიებებისთვის, სადაც კომფორტი და მოქნილობა პრიორიტეტულია. სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი პორციები მრავალფეროვანი კერძებიდან, რაც თითოეულ სტუმარს აძლევს საშუალებას შექმნას თავისი ინდივიდუალური კულინარიული გამოცდილება.

Buffet style-ის უპირატესობები:

  • ფართო არჩევანი: მრავალფეროვანი კერძები ნებისმიერი გემოვნებისთვის.

  • მორგება ღონისძიებაზე: მენიუს ადაპტაცია თემისა და პრეფერენციების მიხედვით.

  • პრემიუმ ხარისხი: ყოველ კერძში იგრძნობა ინგრედიენტების სინაზე და შეფის ოსტატობა.

Reception style – ელეგანტური და დინამიკური ფორმატი

Reception style შესანიშნავია ღონისძიებებისთვის, რომლებიც მოითხოვენ დახვეწილ, მაგრამ თავისუფალ ფორმატს. სტუმრებს მიეწოდებათ პატარა თეფშები და კერძები უწყვეტად, რაც იძლევა საშუალებას ერთად ისიამოვნონ საუბრითა და გემრიელი კერძებით.

Reception style-ის უპირატესობები:

  • ელეგანტური პრეზენტაცია: სერვირება და ვიზუალი სრულყოფილად ერწყმის გარემოს.

  • უწყვეტი სერვისი: ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს შეუფერხებელ მიმდინარეობას და სტუმრების სრულ კომფორტს.

Butler style – ინდივიდუალური ელეგანტურობა

თუ თქვენი ღონისძიება საჭიროებს განსაკუთრებულ სიზუსტესა და ელეგანტურობას, Butler style არის საუკეთესო არჩევანი. სტუმრებს ემსახურებიან ინდივიდუალურად, რაც ქმნის დახვეწილ და პერსონალიზებულ კულინარიულ გამოცდილებას.

Butler style-ის უპირატესობები:

  • პერსონალიზებული სერვისი: თითოეულ სტუმარს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება.

  • დეტალებზე ფოკუსი: კერძის პრეზენტაციიდან მომსახურების მანერამდე, ყოველ ეტაპზე იგრძნობა პროფესიონალიზმი.

  • უმაღლესი ხარისხი: გამორჩეული ინგრედიენტები და შეფ-მზარეულთა ოსტატობა ქმნის სრულყოფილ გემოს.

Plated – დახვეწილობის სტანდარტი

Plated სერვისი წარმოადგენს ელეგანტურ და ოფიციალურ ფორმატს, რომელიც შესაფერისია საქორწილო, კორპორატიული და გალა ღონისძიებებისთვის. სტუმრებს მიეწოდებათ კერძების სრული კურსი – დახვეწილი გემოთი, ტექსტურითა და ვიზუალური პრეზენტაციით.

Plated style-ის უპირატესობები:

  • ელეგანტური პრეზენტაცია: ვიზუალურად გამორჩეული კერძები, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენს ერთი შეხედვით.

  • კულინარიული ბრწყინვალება: თითოეული კერძი არის შეფის ხელოვნების ნიმუში.

  • მორგების მოქნილობა: მენიუს ადაპტაცია თემისა და სტუმრების პრეფერენციების მიხედვით.

ქართულ-ევროპული სტილი – საერთო მაგიდის ხიბლი

ჩვენი ქართული-ევროპული სტილი აერთიანებს ტრადიციულ სტუმართმოყვარეობასა და ევროპულ დახვეწილობას. სტუმრები სხედან საერთო მაგიდასთან, აზიარებენ კერძებსა და ემოციებს, რაც ქმნის თბილ და გულწრფელ ატმოსფეროს.

ქართული-ევროპული სტილის უპირატესობები:

  • ერთობლივი გამოცდილება: საერთო მაგიდა აერთიანებს ადამიანებს და ქმნის კავშირის განცდას.

  • მრავალფეროვნება: მენიუ მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე ევროპულ კერძებს ყველა გემოვნებისთვის.

  • ყოველდღიური ელეგანტურობა: ბალანსი სისადავესა და დახვეწილობას შორის ნებისმიერი შემთხვევისთვის.ც

Eventive-ის ქეითერინგის სერვისი არ არის მხოლოდ კერძების მიწოდება, ეს არის გემო, ემოცია და შთაბეჭდილება, რომელიც თქვენი ღონისძიების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

ჩვენი გუნდი ზრუნავს, რომ ყოველი ღონისძიება იყოს უნიკალური, დახვეწილი და გამორჩეული, როგორც თქვენ.

ხშირად დასმული შეკითხვები (FAQ)

1. მინიმალური შეკვეთა რა არის?

მინიმალური შეკვეთა დამოკიდებულია მომსახურების ტიპზე და სტუმრების რაოდენობაზე. საშუალოდ იწყება 10–15 პერსონიდან, გალა ვახშამისთვის კი 40+

2. შესაძლებელია მენიუს ინდივიდუალურად შერჩევა ?

რა თქმა უნდა. მენიუს ვარჩევთ თქვენი ღონისძიების სტილის, ბიუჯეტის, და სტუმრების რაოდენობის მიხედვით.

3. ინვენტარის უზრუნველყოფა თუ შეგიძლიათ ?

დიახ. ჩვენ შეგვიძლია ინვენტარის სრული სერვისით მომსახურება: მაგიდები, სკამები, ჭურჭელი, დეკორი, ბარის ინვენტარი და სხვა.

4. სერვისი და პერსონალი შედის ფასში?

ფასში შედის მხოლოდ საკვების ღირებულება. სერვის პერსონალი, ინვენტარი და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად ითვლება, ღონისძიების მოცულობის მიხედვით.

5. რამდენი ხნით ადრე უნდა გავაკეთოთ შეკვეთა?

რეკომენდებულია 5–7 სამუშაო დღით ადრე, მაქსიმუმ 2 სამუშაო დღით ადრე.

6. რა ფორმით ხდება ანგარიშსწორება?

ქეითერინგის მომსახურებისთვის ანგარიშსწორება ხდება წინასწარ

7. რეგიონებში თუ შეგიძლიათ მომსახურება?

დიახ, ვემსახურებით რეგიონებსაც, ტრანსპორტირების პირობებითა და დამატებითი ტარიფებით.

ბლოგი

გაეცანით სიახლეებს ჩვენს კომპანიაში!

ყველას ნახვა →

მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას

info@eventive.ge