ტურისტული და MICE სერვისები

MICE გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიზნეს ინდუსტრიაში. იგი განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს უწყობს ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებას, ცოდნის მიმოცვლასა და პროფესიულ განვითარებას.

კომპანია ივენთივი სპეციალიზირებულია MICE მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. Ჩვენ, როგორც ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლები, ინოვაციურობისა და მრავალწლიანი გამოცდილების ერთობლიობით ვქმნით ისეთ ბიზნეს ღონისძიებებს, რომლებიც თქვენი კომპანიის წარმატების საწინდარია.

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების სფეროში

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ღონისძიებების ორგანიზების სფეროში

ვინ ვართ ჩვენ?

 ივენთივი არის ერთ-ერთი წამყვანი DMC კომპანია საქართველოში, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ  ბიზნეს ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას – კორპორატიული შეხვედრებიდან, სემინარებიდან და კონფერენციებიდან დაწყებული – მოგზაურობით, წვეულებებით, წამახალისებელი აქტივობებითა და საქმიანი მოგზაურობებით დამთავრებული. ჩვენი კომპანია არის ადგილი, სადაც პროფესიონალიზმისა და კრეატიულობის შერწყმით ვქმნით დაუვიწყარ გამოცდილებას თითოეული ღონისძიების ორგანიზებისას.

ჩვენი გუნდი

 ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი პროექტ და ივენთ მენეჯერებისგან, რომელთაგან თითოეული მათგანი ზრუნავს თქვენს კმაყოფილებაზე. შემოქმედებითი და პერსონალიზირებული მიდგომა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინდივიდუალიზმი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ დასამახსოვრებელი ღონისძიებები.

ჩვენი მისია

 ჩვენი მისიაა ბიზნეს ინდუსტრიაში კორპორატიული ტურიზმის მიმართულებით დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს თითოეულ ადამიანზე. ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო პარტნიორი მომხმარებლისთვის და  ინოვაციური, დეტალებზე ორიენტირებული და პერსონალიზირებული მიდგომით დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები კორპორატიულ ტურიზმსა და ღონისძიებებში.

პერსონალიზებული და განსაკუთრებული

 ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და შესაბამისად ვცდილობთ, რომ თითოეული ღონისძიება მოვარგოთ მათ გემოვნებასა და სურვილებს. Ჩვენი ეს მიდგომა უზრუნველყოფს განსაკუთრებული მომენტების შექმნას, რომელიც განსაკუთრებული და დაუვიწყარია.

რატომ საქართველო?

 საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა სქართველო არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების ქვეყანად, არამედ ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს ცენტრად აქცია.

საქართველოს დედაქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს მთელ მსოფლიოში აღიარებული სასტუმროს ბრენდები, რომლებიც ბიზნეს მოგზაურობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

საქართველოს უნიკალური რესტორნები ადგილობრივი სამზარეულოთი, კორპორატიული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცები და ბიზნეს ცენტრები მსოფლიო სტანდარტებს ერგება და თითოეულ ადამიანს აღფრთოვანებულს ტოვებს.

ივენთივის პარტნიორად აჩევის შემთხვევაში საქართველოში ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული კორპორატიული ღონისძიება დაუვიწყარი იქნება როგორც პირადად თქვენთვის, ასევე თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვისაც.

ბლოგი

გაეცანით სიახლეებს ჩვენს კომპანიაში!

ყველას ნახვა →

მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას

info@eventive.ge