ქორწილის ორგანიზება კახეთში

კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია-მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთი მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ. აქ მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III–II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

დაგვიკავშირდით

ჩვენს გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ღონისძიებების ორგანიზების სფეროში

რატომ კახეთი?

კახეთი გამორჩეულია ბუნების სილამაზითა და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებით. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. წელიწადის 280 დღე არის მშვენიერი ამინდი და ის მიჩნეულია საქართველოს ყველაზე მზიან რეგიონად საქართველოში. აქ ძალიან განვითარებული და მაღალ დონეზეა აყვანილი მომსახურების სფერო. გამოირჩევა სტუმართმოყვარე და თბილი მოსახლეობით. კახური სამზარეულო დატვირთულია უგემრიელესი კერძებითა და რა თქმა უნდა, განუმეორებელი ღვინის კულტურით. 

 

კახეთი – ღვინის სამშობლო

კახეთს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. აქ მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III–II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. კახეთში ღვინო კულტურის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. აქ შეხვდებით ბევრ თვალუწვდენელ ვენახს, რომელიც თავისებურ სილამაზეს ატარებს. ძალიან რთულია კახეთში სასტუმროს პოვნა, რომელსაც არ აქვს თავისი ვენახები და მარანი. ეს კი უფრო ზრდის ტურისტების ინტერესს ამ მხარის მიმართ.

info@eventive.ge

მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს კითხვას