რას გთავაზობთ ივენთივი?
კომპანია ივენთივის გამოცდილი გუნდი, წყვილის მოთხოვნებზე დაყრდნობით, სრულ საქორწინო მომსახურებას გთავაზობთ. ქორწილის დაგეგმვა რთულ საორგანიზაციო პროცესებს მოიცავს, რომლის თანმხლები გართულებებისა და სტრესული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, წყვილები დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართავენ.
წინასწარ შედგენილი საქორწინო პროგრამა, თქვენს საჭიროებებზე კონცენტრირებული საქორწინო ორგანიზატორი, სასურველ დახურულ ლოკაციაზე, ან ღია სივრცეში ქორწილის გადახდა, საქორწინო გაფორმება და დეკორი – ეს იმ მომსახურებათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მაშინ მიიღებთ, თუ ქორწილის გადახდას ივენთივს ანდობთ.
რას მოიცავს ქორწილის ორგანიზება?
ივენთივის მომსახურება სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს. ყველაფერი იწყება შესანიშნავი საქორწინო მოსაწვევით, რომელიც თქვენთვის ძვირფას ადამიანებს თქვენი ცხოვრების მთავარი მოვლენის ასაღნიშნად იწვევს. პატარძლის სილამაზეზე ზრუნვისთვის კომპანია თმისა და მაკიაჟის საუკეთესო პროფესიონალებთან თანამშრომლობს, რათა მომავალი პატარძლის მაკიაჟი და ვარცხნილობა ქორწილის მთელ სპეციფიკაზე საოცარი გემოვნებით აისახოს.
როდესაც ზღაპრულ ქორწილზე ვსაუბრობთ, ყვავილები და დეკორაციები დასამახსოვრებელი ვიზუალის მთავარი აქცენტებია. გამორჩეულ დიზაინთან ერთად, ივენთივი უნიკალურ ფოტო/ვიდეო მომსახურებასაც გთავაზობთ იმისთვის, რომ თქვენი ქორწინების დღე მუდამ გახსოვდეთ. ქორწილის დაგეგმვისას უმნიშვნელოვანესია საქორწილო მენიუ და ტორტი, რომელიც თქვენი დაუვიწყარი ზეიმის უნიკალურ ხელწერას და სტილს ხაზს უნდა უსვამდეს. ამასთან სტუმრებისთვის მომზადებული დასამახსოვრებელი დეტალები აგრძნობინებენ მოწვეულთ, რომ თქვენთვის ზეიმის მათთან გაზიარება ნამდვილი საჩუქარია.
მუსიკა და განათება
სასურველ ლოკაციაზე საგულდაგულოდ შერჩეული განათება და მუსიკა კი დასამახსოვრებელ ატმოსფეროს შექმნის და სადღესასწაულო განწყობას აამაღლებს. კვალიფიციური მომსახურე პერსონალი და წყვილის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური სერვისები თქვენს საქორწინო წვეულებას ყველასთვის დაუვიწყარს გახდის.
ივენთივთან ერთად, თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად, თითოეული დეტალი ზუსტად გათვლილი და ორგანიზებულია.