რატომ ივენთივი?
ქეითერინგი სპეციფიკური მომსახურებაა, რადგან ფურშეტის მოწყობა ნებისმიერ ღონისძიებაზე ინდივიდუალურ მოთხოვნას და სტუმრების გემოვნებას ეფუძნება, შესაბამისად, უსიამოვნებების და უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, ფურშეტის მენიუ პროფესიონალი ორგანიზატორების მიერ უნდა შედგეს.
ივენთივის სპეციალიზებული პერსონალი, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით, ნებისმიერ დღესასწაულს სრულჰყოფს, რომლის გამორჩეული ნაწილი შეიძლება საქორწილო ფურშეტი ან საბავშვო ფურშეტი გახდეს. პროფესიონალი გუნდი ნებისმიერი შინაარსის ღონისძიების ორგანიზებას ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება და თემის შესაბამის მენიუს გეგმავს. ივენთივთან ერთად შეგიძლიათ აირჩიოთ მრავალფეროვანი მენიუ, კანაპე მენიუ თქვენი კორპორატიული ღონისძიებისთვის და მისი უამრავი ვარიანტი, მათ შორის ბეკონის კანაპე.
ბიზნეს შეხვედრებზე, კონფერენციებსა და გამოფენებზე კანაპე ხშირად იმართება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გალა ვახშმის მოწყობის სივრცე არ არის, შესაბამისად, კანაპეს შეკვეთა ქეითერინგის ყველაზე პოპულარული ფორმაა.
გემრიელი საჭმელი სტუმრებს აბედნიერებს, თუმცა თუ ამას გემოვნებიანი გაფორმებაც ემატება, წვეულება ნამდვილად დაუვიწყარი ხდება.